წითურა

წითურა rubella
არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

წითურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით; ხასიათდება ხანმოკლე ცხელებით, ლაქოვანი გამონაყრითა და კისრის უკანა და კეფის ლიმფური კვანძების შესიებით.

ეტიოლოგია

დაავადების გამომწვევია რნმ – ის შემცველი ვირუსი. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში. ინფექცია გადაეცემა ჰაერ – წვეთოვანი გზით. უხშირესად ავადდებიან ბავშვები 4 – დან 10 წლამდე. განსაკუთრებით სახიფათოა წითურათი ორსულის დასნებოვნება, რამეთუ ეს იწვევს ნაყოფის დაზიანებასა და თანდაყოლილი სიმახინჯეების განვითარებას.

პათოგენეზი

ვირუსი ორგანიზმში ხვდება ცხვირ – ხახის ლორწოვანი გარსიდან და ვრცელდება სისხლით, რასაც მივყავართ გამონაყრის განვითარებამდე და ლინფადენიტებამდე. განსაკუთრებით დამახასიათებელია კეფის მიდამოს ლინფადენიტები. ვირუსს შეუძლია შერჩევითად დააზიანოს ემბრიონალური ქსოვილი. ორსულებში ნაყოფის განვითარების დარღვევები ვლინდება მე – 3 – 16 კვირაზე დასნებოვნების შემთხვევაში.

სიმპტომები, მიმდინარეობა

ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 16-20 დღე. დაავადების დასაწყისში აღინიშნება სხეულის ტემპერატურის მომატება (37,7 – 38,5), სურდო, უმნიშვნელო მშრალი ხველა, კონიუნქტივიტი; დაავადებულის განწყობილება დამაკმაყოფილებელია.  ტიპიური ადრეული სიმპტომია კისრის უკანა, კეფის და სხვა ლიმფური კვანძების შესიება.  სხეულის ტემპერატურის მატებასთან ერთად ჩნდება ღია ფერის წითელი ეგზანთემა;
გამონაყარი ვლინდება დაავადების 1 – ლი დღის ბოლოს ან მე – 2 – 3 დღეს; იგი შედგება წვრილლაქოვანი როზეოლური ელემენტებისგან, რომლებიც ზედაპირიდან ამოწეულები არ არიან,  განლაგებულნი არიან სახეზე და  15 – 20 საათის განმავლობაში სწრაფად, რაიმე თანმიმდევრობის გარეშე, ვრცელდებიან მთელ სხეულზე. 2 – 3 დღის შემდეგ გამონაყარი უკვალოდ ქრება, პიგმენტაციის გარეშე. როგორც წესი, ავადმყოფი თავს ცუდად არ გრძნობს; არაიშვიათად წითურას  ინფექცია მიმდინარეობს ფარულად

გართულებები

პოსტნატალური პერიოდის დროს ძალზე იშვიათია (ართროპათიები, ენცეფალოპათიები). მუცელშიგა დასნებოვნებისას ნაყოფი იღუპება ან მას უვითარდება ქრონიკული წითურასმიერი ინფექცია, სხვადასხვა ორგანოების დაზიანებითა და მუცელშიგა მანკების ჩამოყალიბებით (მიკროცეფალია, სიყრუე, კატარაქტა, გულის მანკები და სხვ.);
მუცელშიგა დასნებოვნებისას ორგანოგენეზის დამთავრების შემდეგ ვითარდება ფეტოპათიები (ანემია, თრომბოციტოპენიური პურპურა, ჰეპატიტი, ძვლების დაზიანებები და სხვ.). ასეთ ბავშვებში აღინიშნება ვირუსის ხანგრძლივი პერსისტენცია. განსხვავებით წითელასგან, წითურას დროს უმრავლეს შემთხვევაში ადგილი არ აქვს კატარალურ პერიოდს, არ არის ფილატოვ-კოპლიკის ლაქები, არ აღინიშნება გამონაყრის გამოხატული ეტაპურობა, გამონაყარი გაცილებით უფრო მკრთალია, ლაქები ერთმანეთს არ ერწყმის და არ ტოვებს პიგმენტაციასა და აქერცვლას.

დიაგნოსტიკა

 დიაგნოზის დაზუსტებაში გვეხმარება სეროლოგიური გამოკვლევა. პროგნოზი კეთილსაიმედოა.

პროფილაქტიკა

განსაკუთრებული მოფრთხილება ესაჭიროებათ ორსულ ქალებს, რომლებსაც არ გადაუტანიათ წითურა. კონტაქტის შემთხვევაში რეკომენდებულია ჰიპერიმუნური გამაგლობულინის (20 მლ-მდე) შეყვანა ორსულებში. თუკი ორსული ქალი დაავადდა წითურათი, ორსულობის პირველ 3 თვეს ნაჩვენებია მისი შეწყვეტა; შემუშავებულია აგრეთვე აქტიური იმუნიზციის მეთოდი.

ინფექციური დაავადებები

წითურა – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 წითურა – მწვავე ვირუსული ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ჰაერ-წვეთოვანი გზით
🧬 დაავადების გამომწვევია რნმ-ის შემცველი ვირუსი
🤒 ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი, განსაკუთრებით დაავადების დაწყებიდან პირველი 5 დღის განმავლობაში
👃 ვირუსი ორგანიზმში ხვდება ცხვირ – ხახის ლორწოვანი გარსიდან და ვრცელდება სისხლით, რასაც მივყავართ გამონაყრის განვითარებამდე და ლინფადენიტებამდე. განსაკუთრებით დამახასიათებელია კეფის მიდამოს ლინფადენიტები
🤰 ორსულებში ნაყოფის განვითარების დარღვევები ვლინდება მე – 3 – 16 კვირაზე დასნებოვნების შემთხვევაში
📅 წითურას ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 16-20 დღე
💭 დაინტერესდით?
👉 შეიტყვეთ მეტი წითურას შესახებ ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3sYuCX6
#წითურა #წითურაბავშვებში #წითურასნიშნები #წითურასსიმპტომები #წითურასგამონაყარი #ბატონები #წითურასგამომწვევი #წითურასგამომწვევივირუსი #წითურასგამომწვევიმიზეზები #წითურაორსულებში #წითურაორსულობისდროს #წითურასსაფრთხე #წითურასმკურნალობა #წითურასპრევენცია #წითურასდიაგნოსტიკა #წითურასსაწინააღმდეგოვაქცინა #წითელაყბაყურაწითურასვაქცინა #ნაყოფისთანდაყოლილიდეფორმაცია #თანდაყოლილიწითურასსინდრომი #დაბალისიცხე #ყელისტკივილი #ცხვირისლორწოვანიგარსისანთება #ლიმფურიჯირკვლებისშეშუპება #შეშუპებულილიმფურიჯირკვლები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  • გაფრთხილება
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  • დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.